leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით კაჭარავა: სამშობლოს ღალატი არის ის უმძიმესი ქმედება, რაც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს და ის კანონით უნდა ისჯებოდეს

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ მედიასთან სამშობლოს ღალატის მუხლსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ისაუბრა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ აუცილებელია ქვეყნისთვის, ბოლო დროს უფრო ცხადი გახდა, ხოლო სამშობლოს ღალატი ის უმძიმესი დანაშაულია, რაც აუცილებლად კანონით უნდა ისჯებოდეს.

„თავიდან ვეცადეთ, რომ გამჭვირვალობის კანონი მაქსიმალურად შერბილებული ვერსია ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მძაფრი და როგორმე საზოგადოებამდე სიმართლე უნდა მიგვეტანა, რათა მათ შემდეგ ანალიზის გაკეთება შესძლებოდათ.

დღეს უკვე ყველამ ყველაფერი ფაქტებით დაინახა. ამიტომ, FARA-ს კანონი, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ში და იცავს მათ გარე ჩარევებისგან, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან კარგი იქნება. უკვე არის იმის დრო, როცა ჩვენს ქვეყანას შეუძლია წინ გადადგას ნაბიჯი და გაძლიერდეს იმ მიმართულებით, რომ გარე ჩარევებისგან თავი დაიზღვიოს. ამას პროტესტის მეორე ტალღა ვეღარ მოჰყვება, რადგან უკვე ფაქტებით ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანას გარე ძალების ჩარევებისგან თავდაცვა სჭირდება.

რაც შეეხება ღალატის მუხლს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თავის დროზე სცადეს, რომ სამშობლოს ღალატი საზოგადოებისთვის დიდ დანაშაულად აღარ დაენახებინათ და მისი სიმძიმე გაექროთ. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მხარს დავუჭერთ, რადგან სამშობლოს ღალატი არის ის უმძიმესი ქმედება, რაც ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს და ის კანონით უნდა ისჯებოდეს“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.

ასევე იხილეთ