მარკო რუბიო: მოგვწონს თუ არა, რუსეთი ძალაა, გლობალური ძალაა და ჩვენ მასთან გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს

“რუსეთი მსოფლიო ძალია და მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ მასთან გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
“ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება ველაპარაკოთ ქვეყანას, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმსხვილესი მარაგი აქვს მსოფლიოში და სიდიდით მეორე, თუ არა ყველაზე დიდი სტრატეგიული ბირთვული იარაღის მარაგი მსოფლიოში. მე ვგულისხმობ, რომ საბოლოო ჯამში, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, რუსეთი ძალაა, გლობალური ძალაა და ის ჩართულია სირიაში, ახლო აღმოსავლეთში და დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი, კონკრეტულად ევროპაში. ჩვენ გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს მასთან”, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო მოსკოვში გაჭირვებით ფუნქციონირებს, რადგან მას არ აქვს წვდომა საბანკო სისტემასთან.
“ეს გამოსასწორებელია. ჩვენ თუ დავხურავთ ჩვენს მისიას რუსეთში, უნდა დავხუროთ მათი მისიაც აქ და მაშინ ჩვენ მართლა აღარ გვექნება მათთან არანაირი კავშირი, იქნება ეს დაკავებული ამერიკელი თუ რაიმე სხვა”, – აღნიშნა რუბიომ.