leaderboard_below_slide
left_sabechdi

„New York Post“: ტრამპის გუნდი ზელენსკის უკრაინიდან წასვლას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ აქვს დიდი მხარდაჭერა, რის გამოც ტრამპის გარემოცვა თვლის, რომ მან უკრაინა უნდა დატოვოს. ინფორმაციას „New York Post“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობების გაფუჭება, თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ამაში არაფერია ახალი.

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოვისმინე, რომ ახალი არჩევნებისა და ახალი ხელისუფლების დანიშვნის დროა“, – ციტირებს „New York Post“ საკუთარ წყაროს, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ თეთრ სახლში ზელენსკის საწინააღმდეგო განწყობებია.

კიდევ ერთი წყარო, რომელიც ტრამპთან არის დაახლოებული, უყვება გამოცემას, რომ ზელენსკისთვის საუკეთესო ვარიანტი საფრანგეთში გადახვეწა იქნებოდა. თეთრი სახლის ერთ-ერთი თანამშრომელი „New York Post“-ს უყვება, რომ ამერიკის ხელისუფლება არ უჭერს მხარს ზელენსკის მიერ უკრაინაში რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას, კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის.

ასევე იხილეთ