“კოლექტიური ნიკუტებისა და შარვალჩახდილების მიერ კონტროლირებად ტელეკალანიზაციებზე არ ცხრება პოლიციელზე ხელის აღმმართველი მზია ამაღლობელის ქება და ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი დგებუაძის ლანძღვა – გინება. 50 წლის შუახეველი ქალბატონი “დიფსთეითის”, ანუ ფარული დასის ძღვენით გახლავთ გაზულუქებული და დაფინანსებული. იგი ონლაინგამოცემების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ცხადია, მისი დაწერილი არსად არავის წაუკითხავს, რადგან ერთმანეთისგან “ძ”-სა და “ხ”-ს ვერ არჩევს, მაგრამ მაინც გაიძახის, ჟურნალისტი ვარო! ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ უფრო რეციდივისტია, რადგან, ფაქტობრივად, ერთი და იმავე შინაარსის 2 დანაშაული ერთ დღეში ჩაიდინა”, – წერს დიტო ჩუბინიძე გაზეთ “ასავალ- დასავალში”.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან მზია ამაღლობელმა პოლიციის თანამშრომელს ფორმაზე ჯერ სტიკერი მიაკრა, რის გამოც დააკავეს, ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მაგრამ, ცოტა ხანში, ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობასთან კვლავ ჩაიდინა დანაშაული და ამჯერად, ბათუმი პოლიცმაისტერს, 33 წლის ირაკლი დგებუაძეს სახის არეში ხელი დაარტყა.
„პოლიციის 33 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე ოჯახიშვილობით, გვარიშვილობით, განათლებით, ინტელექტითა და წესიერებით, მართლაც სამაგალითო და თითით საჩვენებელი პოლიცმაისტერია. თვით გაქანებული ნაცებიც კი აცხადებენ, რომ ირაკლი დგებუაძის პოლიციელები ბათუმში ორგანიზებულად, მოწესრიგებულად და ევროპულად მოქმედებენ! სწორედ ასეთი ახალგაზრდა ამოიღეს მიზანში და მზია ამაღლობელს მისი წახდენა დაავალეს, რათა მერე, შსს-სა და დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებში მომსახურე სხვა წესიერი ხალხიც წაახდინონ, ღირსება შეულახონ და სისტემა ჩამოშალონ”, – წერს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე.