top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 3 წელი სააკაშვილის გარდა ვერაფერზე ვათქმევინეთ სიტყვა და ახლა, არჩევნების წინ თითქოს რომ გაახსენდათ ადამიანი, ეს რომ ფარსია, ყველა ხედავს

„ახლა უჭირავთ ხელში პლაკატები, სადაც რიცხვები წერია. აქამდე რა ეჭირათ ხელში, აბა გაიხსენონ – მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელსაც გადმოფენდნენ ხოლმე შიგადაშიგ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის ნაწილის კამპანიაზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ფასებზე აკეთებენ აქცენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ამ სტრატეგიას ფარსს უწოდებს.

„3 წელი სააკაშვილის გარდა ვერაფერზე ვათქმევინეთ სიტყვა და ახლა, არჩევნების წინ თითქოს რომ გაახსენდათ ადამიანი, ეს რომ ფარსია, ყველა ხედავს. მით უმეტეს, რომ ყველამ იცის ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ