leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: არსებობს დიდი საფრთხე, რომ ტრამპმა კენედის ბედი გაიზიაროს

პოლიტტექნოლოგისა და პოლიტოლოგ ლალი მოროშკინას აზრით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი იყო და რომელიც მოკლეს.

მისივე თქმით, ტრამპი იმავე ძალას უპირისპირდება, რასაც, თავის დროზე, კენედი შეეწირა.

“არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის შემდეგ მსოფლიოში ყველაფერი შეიცვლებოდა. ჩვენ თვალწინ ახალი მსოფლიო იბადება. ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანის განცხადებაც, რომელმაც მედიაგამოცემებს – “რადიო თავისუფლებასა” და “ამერიკის ხმას” წარსულის გადმონაშთი უწოდა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ეპოქა, რომელმაც ჩვენს დასავლურ ილუზიებს ჩაუყარა საფუძველი. დღეს უკვე ნათელია პასუხი კითხვაზე, რატომ ვუსმენდით “ამერიკის ხმას ” და ვფიქრობდით, რომ ეს იყო იმ დროის ერთ-ერთი ნათელი სხივი? იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირს აგინებდნენ! არადა, ეს რადიოსადგურები იმ ძალების ნაწილი იყო, ვისთვისაც ჩვენ, პატრიოტული ძალები ყოველთვის მიუღებელნი ვიყავით.

რამდენადაც საინტერესო პროცესების თვითმხილველნი ვართ, იმდენად მძიმე და რთულია ამ ეტაპის გავლა. არსებობს დიდი საფრთხე, რომ ტრამპმა კენედის ბედი გაიზიაროს. დონალდ ტრამპიც იმ ფარულ დასს უპირისპირდება, რასაც, თავის დროზე, კენედი შეეწირა. დიახ, ჯონ კენედი მსგავსი პოლიტიკური გეგმებით მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ მოღვაწეობა ფატალურად დაასრულა, რის შემდეგაც ლიბერალური ფაშიზმი არნახულად აღზევდა”, – ამბობს ლალი მოროშკინა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ