ემანუელ მაკრონი: ევროპელებმა უნდა გავზარდოთ სამხედრო ძალისხმევა, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და უსაფრთხოება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის საპასუხოდ სამხედრო ძალისხმევა უნდა გაზარდონ.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპა ახალ ერაში შედის, ამერიკის რუსეთთან მოლაპარაკების ფონზე კი რისკები არსებობს.
„ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ძალისხმევა. ჩვენ, ფრანგებს, გვყავს ძლიერი არმია, ყველაზე ეფექტური ევროპაში – ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
ევროპული თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ „ძალიან რთული იქნება ერთიანი არმიის შექმნა“. ამავე დროს, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საყრდენის გაძლიერება.
მაკრონის განცხადებით, ამისთვის აპირებს, მომავალი კვირიდან პარტნიორებს შესთავაზოს, გაზარდონ თავდაცვის სფეროში ფინანსირება.