leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კახიშვილი: გაგვიმართლა, ტრამპმა რომ მოიგო, თორემ ერის კონსოლიდაციაც ვეღარ გვიშველიდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრ კახა კახიშვილის შეფასებით, საქართველოს გაუმართლა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

„ღმერთის წყალობით, გაგვიმართლა, ტრამპმა რომ მოიგო არჩევნები, თორემ ვერაფერი ვეღარ გვიშველიდა, ვერც ერის კონსოლიდაცია, იმიტომ, რომ ისეთ სცენარს დაგვიდგამდნენ, მაიდანზე რასაც ვხედავდით, იმაზე უარესს. ხელისუფლებას ჰქონდა 2 გზა, ან ვა-ბანკზე წასულიყო, ან ჩაებარებინა ქვეყანა. წავედით ვა-ბანკზე და ღმერთის წყალობით გაიმარჯვა ამ ადამიანმა, რომელსაც აქვს საღი აზრი ყველაფრის მიმართ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში.

მისივე თქმით, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირდაპირ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.

„მაგრამ მოვიდა ის დრო, როდესაც უკვე კრიტიკული მომენტი დგებოდა, ან იქნებოდა სახელმწიფოებრიობა, ან არ იქნებოდა. ამ მოთხოვნა-მოთხოვნაში იქამდე მივიდნენ და ისეთი რამე მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას, რაც ვიცოდით, რომ დაგვანგრევდა. უკვე აღარ იყო საუბარი პოზიციების შერბილებასა და დათმობაზე, უბრალოდ ქვეყანა დაინგრეოდა, ყველა ვხედავთ, რა ხდება დღეს უკრაინაში. პირველ რიგში, ეს იყო აშშ-ს ელჩის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, ევროპაში რომ ჰყავთ ვასალები, რომლებსაც თავი ლიდერები ჰგონიათ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში.

ასევე იხილეთ