leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნანკა კალატოზიშვილი: გავიგე, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, ჩვენ გვკითხონ, როგორ ვენდობით მათ

მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი ნანკა კალატოზიშვილი უკმაყოფილოა ოპოზიციური პარტიების ურთიერთდამოკიდებულებით და აცხადებს, რომ ეს პარტიები მარტო თავის ამომრჩეველს ეპრანჭებიან.

„არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილმა კიდევ რაღაც მოახერხა და თავისი ქარტიით ერთობის სურათი დადო და გვეგონა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა ამათ ერთ ძალად გაერთიანებას. არჩევნების მერე რასაც ვუყურებთ, მართლა, ხან ვიღაცამ ფული აიღო, ხან ვიღაცამ არ აიღო, შენ ვისგან აიღე, ერთმანეთის ჭამის იქით… ის რომ ერთი ბირთვი, ერთიანი ძალა იყვნენ ეს ოპოზიციური პარტიები და ხალხს ზუსტად ეგ დაემართა, რომ ეს ერთიანი ბრძოლა ვერ დავინახეთ ამ ადამიანების.

გახარიამ თავის ბუღალტერიას გადაგვაყოლა. გავიგეთ, რომ პარტიას სჭირდება ფინანსები, მაგრამ იმ დღეს გადაცემას ვუყურებდი და ლიდერები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ერთ სტუდიაში არ სხდებიან და ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციურ მთავრობაზე, ვიბრძვით ამისთვის იმ ოპოზიციასთან, რომელიც ერთმანეთს არ ელაპარაკება. გავიგე, რომ ერთმანეთს არ ენდობიან, ჩვენ გვკითხონ, როგორ ვენდობით მათ.

ჩვენი პრეზიდენტი მართლა აკეთებდა იმას, რომ ერთიანი ფრონტის შეგრძნებას აჩენდა, მაგრამ ეტყობა ბოლომდე ვერ ქნა და ესენი თავის ეგოებს ვერ თმობენ. როგორ უნდა დავინახოთ ხალხმა, რომ ამ ოთხ პარტიას ქვეყანა ისე უყვარს, რომ თავგანწირვას გვანახებენ და ეგოებს გადადებენ გვერდზე?“ – განაცხადა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ასევე იხილეთ