“ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია დღეს სჩადის, პირდაპირ არის ანტიამერიკული განწყობების მცდელობა”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
“ქართველი რადიკალები სრულიად დემორალიზებულები არიან, საბოლოოდ დამარცხებულები. ის, რასაც ეს ხალხი სჩადის დღეს, პირდაპირ არის ანტიამერიკული განწყობების მცდელობა. ისინი ლანძღავენ აშშ-ის პრეზიდენტს, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არ იშურებენ უშვერ სიტყვებს და საკუთარი თავის გამოვლენას და ლუსტრაციას კიდევ ერთხელ ახდენენ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
რადიკალური ოპოზიციის ანტიამერიკული კამპანია გრძელდება. მეორე დღეა თეთრი სახლის ლიდერი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს მიმართა, თუმცა დიპლომატიური უწყება ამ დრომდე დუმს.