top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: გვარამიამ, მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე

შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პარტიაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მცდელობაა ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მოიპოვოს.

„ჩვენ ყოველთვის ვხედავთ, რომ ერთი და იგივე „კეთილი დასასრულით“ სრულდება ეს ისტორია – იმით, რომ კვლავ ერთმანეთს მოძებნიან ხოლმე ეს გამიჯნული „ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბირთვი, როგორც ეს იყო გიორგი ვაშაძის, გიგი უგულავას შემთხვევაში. გვახსოვს ყველა სხვა ეს პოლიტიკოსი როგორ ილაშქრებდა თითქოს და ემიჯნებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე ყველამ დაინახა, რომ ეს იყო ტაქტიკა იმისთვის, რომ დაებნიათ ის ამომრჩეველი, რომელიც თავს იკავებს პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემისგან, შეიძლება ზოგადად ფიქრობს, ვის მისცეს ხმა.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მიდის ნადირობა. ასე ხდება ახლაც. ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ და მათთან გაერთიანებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის მატარებელმა ადამიანებმა გამოაცხადეს ნადირობის ახალი სეზონი გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ სეზონშიც ხელცარიელები დარჩებიან“, – ამბობს პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ