ირაკლი ქადაგიშვილი: ქართველმა ხალხმა დაინახა, სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი

“მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. მთავარია, რომ თავის მიზანს მიაღწიონ, ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა, გაიგო და მიხვდა სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებაზე, რომ მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.
“სისხლი დაიღვაროს სხვა მოთხოვნებია, მაგალითად, რომ ნაგავში ჩავახრჩოთ ხალხი და ამით პროტესტის მუხტი გამოვიწვიოთ, სოციალურად გავაღარიბოთ და ა.შ. მოკლედ, მიზნის მისაღწევად ყველა საშუალება კარგია. მითუმეტეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ლორა თორნტონისთვის და მისი ინსტიტუტისთვის თვლით არავის ჩაუბარებია. მთავარია, რომ თავის მიზანს მიაღწიონ, ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი დაინახა, გაიგო და მიხვდა, სად არის სინამდვილეში საქართველოს რეალური ინტერესები და სად არის კრავის ქურქს უკან დამალული მგელი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ.