leaderboard_below_slide
left_sabechdi

ტრამპი: ზელენსკის მიწვევა სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრიორიტეტი არ იყო

ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულების შეხვედრებზე დასწრება არც ისე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ მან Fox News Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ვერ შეძლო ომის დასრულება სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა.

„ვფიქრობ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის შეხვედრებზე ყოფნა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვისურვებდი, რომ იქ არ წასულიყო. როცა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ თქვა, რომ შეხვედრაზე არ მიმიწვიესო, ეს პრიორიტეტი არ ყოფილა, რადგან აქამდე იგი ცუდად მართავდა მოლაპარაკებებს. ჯერ ერთი, ომი არ უნდა გქონოდა, და თუ გაქვს, მალევე უნდა მოგვარებულიყო და მომხდარიყო შეთანხმება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ მის წინამორბედ ჯო ბაიდენს, ისევე როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის, შეეძლო ომის თავიდან აცილება.

ტრამპმა, ასევე, აღიარა, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას თავდასხმის რაიმე მიზეზის გარეშე.

ასევე იხილეთ