leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მორგოშია თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია, აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან შეხვედრების ფარგლებში, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №48ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში იმყოფებოდა.

მინისტრმა მოსახლეობას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო და მათგან განათლების მიმართულებით არსებული საჭიროებები მოისმინა.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, რომლის მიზანი დევნილების საჭიროებებისა და პრობლემების შესწავლა და შემდგომ მათი ოპერატიულად გადაწყვეტაა.

ასევე იხილეთ