leaderboard_below_slide
left_sabechdi

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის მთავრობა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის 10 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

“მუნიციპალიტეტებს და აჭარის მთავრობას უკვე შემუშავებული აქვთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრისით დაკმაყოფილებას,” – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებიც სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობის ევაკუაციას მოსდევს თან და აღნიშნა, რომ ოპონენტები ცდილობენ ასეთი ტრაგედიების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, რადგან იციან, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ამ დროს არ აქვთ სურვილი და დრო მათ ქმედებებს პასუხი გასცენ.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. 300-მდე ოჯახი არის გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას. მათ ყოველთვიურად აუნაზღაურებენ მერიები შესაბამის ქირას და ასევე წელს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება – დაგეგმილი გვქონდა 100 ოჯახის საცხოვრისით დაკმაყოფილება და ეს პროგრამა გაიზრდება, რომ პრაქტიკულად ყველას წელსვე მივცეთ საშუალება დაკმაყოფილდეს უსაფრთხო საცხოვრისით“, – განაცხადა რიჟვაძემ. ამ მიმართულებით 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ასევე იხილეთ