leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაციამ ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპული კინოს ბაზრობაზე მიიღო მონაწილეობა

ბერლინის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ტრადიციულად გაიმართა ევროპული კინოს ბაზრობა (EFM), რომელშიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.

ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საპროდიუსერო კომპანიების, საერთაშორისო კინოფესტივალების, კინოფონდებისა და საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებთან მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან (კანადა, აშშ, ინგლისი, იაპონია, ბელგია, საფრანგეთი, ირანი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ინდოეთი, მექსიკა, თურქეთი, ესპანეთი, პოლონეთი).

წელს კინოცენტრის პავილიონი ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის, 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა წელს აღადგინა მერაბ კოკოჩაშვილის ორი ფილმი – „მიხა“ და „მწვერვალი“.

შეგახსენებთ, რომ სწორედ მერაბ კოკოჩაშვილის სახელს უკავშირდება მსოფლიო ასპარეზზე ქართული კინოს, როგორც ცალკე ფენომენის, საბჭოთა კინოსგან გამოყოფა. 1975 წელს ცოლ-ქმარმა გრეგორებმა ბერლინის ცნობილ კინოთეატრში („არსენალი“) მოაწყვეს ქართული კინოკვირეული, რომელიც გაიხსნა მერაბ კოკოჩაშვილის ცნობილი ფილმით – „დიდი მწვანე ველი“. ჩვენებას ესწრებოდა ნობელის პრემიის ლაურეატი გიუნთერ გრასი, რომელმაც ჩვენების დასრულების შემდეგ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას მიმართა სიტყვებით: „დღეს დაიბადა ქართული კინოს ფენომენი“.

ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ასევე იხილეთ