საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ მწერალთა სახლში წიგნი „ქართველი გენერლები და ადმირალები“ წარადგინა

საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ 16 თებერვალს მწერალთა სახლში ჩაატარა წიგნის – „ქართველი გენერლები და ადმირალები“-ს წარდგინება.
საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების დირექტორმა მამუკა გოგიტიძემ დიპლომით და „წმინდა გიორგის“ ნიშნით დააჯილოვა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე რევაზ მიშველაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე ბაღათერ არაბული და გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი მანანა გორგიშვილი.