„უოლ სთრით ჯორნალი“: უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება შესაძლოა, დღეს გაფორმდეს

უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის.
სტატიის თანახმად, უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა კიევში სამდღიანი ვიზიტის დროს.