leaderboard_below_slide
left_sabechdi

კულტურის სამინისტროში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და სააგენტოს ახალი გენერალური დირექტორი წარუდგინა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს თეა ონიანი უხელმძღვანელებს. სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ თამარ ყურაშვილი, მოადგილეებად პაატა გაფრინდაშვილი, რატი ოქროპირიძე და სალომე ჯამბურია დაინიშნებიან.

შეხვედრაზე   დარგში არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თინათინ რუხაძემ სააგენტოს ახალ ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

 

ასევე იხილეთ