leaderboard_below_slide
left_sabechdi

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროექტის, ე.წ. მუყაოს ქალაქის ფარგლებში, პირველ ეტაპზე საცხოვრისი 582 ოჯახს გადაეცემა

“პროექტის, ე.წ. მუყაოს ქალაქის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, უახლოეს პერიოდში საცხოვრისი 582 ოჯახს გადაეცემა, “– ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთ პროექტზე ე.წ. მუყაოს ქალაქზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პროექტი მიზნად ისახავს 582 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას და ის უკვე თითქმის დასრულებულია.

რამდენიმე დღეში ჩვენ შევძლებთ იქ მოქალაქეებს გადავცეთ თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისი. ასევ,ე ვიწყებთ მეორე ეტაპს, რომ არცერთი ადამიანი არ დაგვრჩეს საცხოვრებლის გარეშე. მთავარი ამოცანა იყო პროექტი განგვეხორციელებინა ისე, რომ არცერთ იქ მცხოვრებ ოჯახს არ ჰქონოდა უსამართლობის განცდა. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და ძალიან მალე გადავცემთ საცხოვრისებს.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში 1000 ბინა აშენდება. ამ მიმართულებით წელს 17 მლნ ლარია გათვალისწინებული ავტონომიურ ბიუჯეტში და რა თქმა უნდა, ეს მეორე ფაზაც ბოლომდე იქნება მიყვანილი.

როდესაც პროექტი დავიწყეთ, იქ 1000 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა, ახლა გაცილებით მეტია – 2000-2500 არასრულწლოვანი ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან მალე შევძლოთ მათი ოცნებების ასრულება. შეძლონ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების გაგრძელება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ასევე იხილეთ