leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 7 წლისთავთან დაკავშირებით.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს თავდაცვის მინისტრი.

 

ასევე იხილეთ