leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

თურქეთში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, 18 მეტრზე, დარბაზში. 21-წლამდელთა კატეგორიაში საქართველოს ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გვანცა არჩვაძის, ნია გათენაძისა და ანა ბოლოკაძის შემადგენლობით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი მშვილდოსნები მოლდოველებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 6:2 მოიგეს.

ქართველი მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე იხილეთ