პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ერთ-ერთი რესტორნის წინ ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია ვარშავის პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.