leaderboard_below_slide
left_sabechdi

აკაკი ზოიძის განცხადებით, მხოლოდ 2015 წლიდან, მსოფლიოში სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული

“მხოლოდ 2015 წლიდან, სხვადასხვა კომბინაციით მიღებული, 540 სინთეზური ახალი ნარკოტიკული საშუალებაა დაფიქსირებული. ერთი პერიოდი ე.წ. ბიო იყო პრობლემა. დაახლოებით, იმავეზეა საუბარი. არის სამართლებრივი ხვრელები. კონკრეტული ნივთიერება არის აკრძალული, მაგრამ არ არის შესული გაეროს თუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობის ჩამონათვალში“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სტუმრობისას.

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის თქმით, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები როდესაც გააქვთ ბაზარზე და ხდება გასაღება, შემდეგ იგი ადამიანებში ძლიერ მიჩვევას იწვევს და მისი აკრძალვა უკვე პრობლემას წარმოადგენს.

მისივე განმარტებით, არსებობს ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც „გართობასთანაა“ დაკავშირებული, კერძოდ, ე.წ. მსუბუქი, კლუბური ნარკოტიკები.

ეს ყველაფერი არბილებს ამის აღქმას და ამ დევნაში – რაღაც ახალი შეგრძნებების, თითქოს, ახალი მუხტის შემოტანის ნაცვლად, იგი უმძიმეს დამოკიდებულებას იწვევს. ვიღებთ უზარმაზარ აგრესიას, ძალადობასა და მკვლელობას, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოხვედრილ ასობით ჩვენს ახალგაზრდა თანამემამულეს. არა მარტო ჩვენთან, მთელს მსოფლიოში ეს არის უდიდესი პრობლემა. ზოგ ადამიანში იგი ბოდვით აშლილობას იწვევს“, – აღნიშნა ზოიძემ.

ასევე იხილეთ