leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში

„ტრამპის გამარჯვებამ შეცვალა სიტუაცია, თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ისა და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისი თქმით, დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია.

„კრიტიკულად ვიყავით განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, USAID-სა და NED-ის მიმართ, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ვთხოვდით, გამჭვირვალე ყოფილიყო, პოლიტიკური პარტიების და გარკვეული ჯგუფების დაფინანსება. აქაც თანხვედრაა. დიახ, რა თქმა უნდა, ტრამპის გამარჯვებამ და ტრამპის მოსვლამ შეცვალა ეს სიტუაცია. თითქოს სხვებისთვისაც შეიძლება მოულოდნელი ყოფილიყო, რომ პირდაპირ აღიარა USAID-ის და NED-ის, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების, პირდაპირ ვიტყვი, რომ მავნებლური ქმედებები სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ამაზე წინასწარ ვსაუბრობდით. დაინტერესება ჯერჯერობით კიდევ არის ამ ძალების მხრიდან, თუმცა ეს პროცესი მილევადია. უკვე ყველაფერი ზედაპირზეა და რა თქმა უნდა, მათ არ შესწევთ ძალა, რომ რამე მავნე ზეგავლენა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ასევე იხილეთ