leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ ყაველაშვილი: აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, ეს არ არის ახალი

„აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, ეს არ არის ახალი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოწვევებს მომზადებული შეხვდა.

„აქციებთან დაკავშირებით წინასწარ გვქონდა ინფორმაციები, ეს არ არის ახალი. გამწვავებული სიტუაცია იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ჩვენ საკმაოდ მომზადებული შევხვდით, ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებს, გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენ შევიძინეთ, რომ ეს ხდებოდა გარე ძალების მიერ, ინსპირირებული, რომ როგორმე საქართველოც ყოფილიყო უკრაინასთან ერთად ამ ომის ნაწილი. ეს ინფორმაციები ჩვენ გვქონდა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს, ქართულ ხელისუფლებას, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც იგრძნეს ეს საშიშროება, მხარში დაუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას და ეს თავიდან ავიცილეთ. ამიტომ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს პროცესი გადალახულია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა. 

ასევე იხილეთ