leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი პარა ძიუდოისტების წარმატება 2025 წლის პირველ ტურნირზე – უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს

პარა ძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე, ჩვენმა პარა ძიუდოისტებმა მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს.

მიშიკო შიობრიშვილმა 81კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ნახევარფინალურ ბრძოლაში კანადელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში ყაზახ პარა ძიუდოისტთან დათმო ბრძოლა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ამავე ტურნირზე რამინი ყიფშიძე 95 კგ.წონაში გამოვიდა, ბრიტანელ მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ასევე იხილეთ