leaderboard_below_slide
left_sabechdi

საფრანგეთში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ მიულუზში დანით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

პოლიციამ ალჟირში დაბადებული 37 წლის ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც ხელისუფლებას ტერორიზმის სიაში ჰყავდა განთავსებული.

ინციდენტი ბაზრის მახლობლად მოხდა. თავდასხმის შედეგად ორმა პოლიციელმა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ სამი პოლიციელი კი მსუბუქად დაშავდა.

ასევე იხილეთ