გურიაში არსებული უამინდობის და დიდი თოვლის გამო მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კერძოდ, უქმდება:
24 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი
24 თებერვალი – ბათუმი-ოზურგეთი
24 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი
„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.