leaderboard_below_slide
left_sabechdi

მესტიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი გიზ-გიზი“ მიმდინარეობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს წელს პირველად სვანეთი მასპინძლობს.

ფესტივალის ფარგლებში, მესტიაში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეები ზრუნავენ.

„გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას ხელს უწყობს. მესტიაში „გიზ-გიზი“ Freeride World Tour – ის პერიოდში მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.

:ძალაინ მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს ზამთრის სეზონი, აღნიშნულ ფესტივალ “გიზ-გიზში“ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმრები. ორი დღის განმავლობაშიბი იქნება გაშენებული სოფელი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას და დროის გატარებას “,- აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელი მაია ომიაძე.

“მნიშვნელოვანია სვანეთისთვის ესეთი ღონისძირბები , ყოველთვის მოტივირებულები ვართ და ველოდრბით ამ ფესტივალს”, – განაცხადა თამარ ფარჯიანმა.

“ფესტივალები გვეხმარება როგორც მეწარმეებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა , რომ განვითარდეს როგორც ტურიზმი, ასევე კურორტების განვითარება”, – განაცხადა ანა ფალიანმა.

ასევე იხილეთ