ირაკლი ჩიქოვანი: იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია

“იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
როგორც ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რომლის სულისკვეთებითაც მომავალი თაობები გაიზრდებიან.
„დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრები. მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ წითელ არმიას პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა. იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია. მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რომლის სულისკვეთებითაც მომავალი თაობები გაიზრდებიან“, – წერს იგი.
ირაკლი ჩიქოვანი იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან, დედაქალაქის მერ, კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.