leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა
და თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

,,დღეს აღვნიშნავთ იუნკერების ხსოვნის დღეს. ეს დღე ჩვენ გვახსენებს, თუ რამდენად რთულია გარემო, სადაც საქართველო ისტორიულად ვითარდებოდა.

ჩვენთვის ახალი არ არის საფრთხეები, რომელიც ამ რეგიონში არის და 1921 წელსაც ეს საფრთხეები რეალიზდა იმ მხრივ, რომ მოხდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება.

მოხდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა, არამედ, ჩვენი მოსახლეობის გონების დაპყრობაც საბჭოთა იდეოლოგიით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მუდმივად უწევდა საფრთხეებთან გამკლავება და ეს საფრთხეები ახლაც არსებობს.

“ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველები ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ბუნებრივად, ყოველთვის არსებობს ქვეყნისთვის, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა არა მხოლოდ იმ მხრივ, რომ ჰქონდეს საკუთარი საზღვარი, ჰქონდეს საკუთარი ჰიმნი და დროშა, არამედ, თავად განსაზღვროს საკუთარი საზოგადოების განვითარება. ეს საფრთხეები დღესაც არსებობს. საფრთხეები იმის, რომ დაიპყრონ ჩვენი საზოგადოების გონება და აურიონ სხვადასხვა გამოგონილი იდეოლოგიით, გაახედონ სხვა დროშისკენ, ამღერონ სხვა ჰიმნი და სხვა ქვეყნების თუ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებით ატარონ და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეს ჩვენი იუნკერების და მათი გმირობის გახსენება. ჩვენ, ყველამ, ასევე უნდა გავიაზროთ, თუ რაში მდგომარეობდა ეს გმირობა”, – განაცხადა შალვა პაპუშვილმა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.

 

 

ასევე იხილეთ