“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ”, – ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა დუნდუა ესწრებოდნენ.
„მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა ჩაფიძის გულის ცენტრთან გრძელდება. წელს პირველი აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 100-მდე ქრონიკული დაავადებების მქონე დროებით დევნილმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ჩაფიძის კლინიკაში აქციები დროებით დევნილებისთვის. ასევე, სამინისტრო გააფართოებს თანამშრომლობის არეალს და სხვა კლინიკებშიც ჩატარდება მსგავსი უფასო აქციები“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.