leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვარშავის ღია პირველობის ჩემპიონია

ვარშავაში ძიუდოს ღია პირველობა მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (-90 კგ) ფინალში ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა, – ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე მან უნგრელი, ყაზახი, ფრანგი, ნორვეგიელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ესპანელ ძიუდოისტს სძლია.

ქართველი სპორტსმენები ვარშავის ღია პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე იხილეთ