leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში მეშვიდე გოლი გაიტანა, გრაცის „შტურმმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში საკუთარ მოედანზე „ლინცი“ 2:1 დაამარცხა.

მე-19 ტურის დაპირისპირებაში ქართველმა ნახევარმცველმა გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და მე-18 წუთზე პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო 43-ე წუთზე მალიქ იალკუემ „შტურმის“ უპირატესობა გაზარდა. მართალია, მეორე ტაიმში „ლინცმა“ სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინა.

ამავე ტურში სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ „ტიროლს“ ესტუმრა და ურთულეს დაპირისპირებაში ქულა 90+9-ე წუთზე გატანილი ბურთით მოიპოვა – 3:3. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სტუმართა განაცხადში არ ყოფილა.

19 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 40 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ (33) მესამე პოზიციაზეა. კიტეიშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ასევე იხილეთ