leaderboard_below_slide
left_sabechdi

Bild: შოლცმა არჩევნებში დამარცხება აღიარა და მერცს მიულოცა

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ოლაფ შოლცმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და მის კონკურენტს, ფრიდრიხ მერცს კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან, გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild წერს.

როგორც ცნობილია, ეგზიტპოლების მიხედვით, შოლცის პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა.

„ეს არჩევნებში მწარე შედეგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის“, – მოჰყავს გამოცემას შოლცის სიტყვები.

ეგზიტპოლების მიხედვით, პირველი ადგილი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა დაიკავა და შესაბამისად, გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი უნდა გახდეს. ხოლო მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გავიდა.

ასევე იხილეთ