2025 წლის 21 თებერვალს საქართველოს ჟურნალისტთა ფეფერაციაში გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა შემდეგი შემადგენლობით: გიორგი მამაცაშვილი (საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე), ლაშა ნადარეიშვილი, არჩილ გოგელია, ნანა დევდარიანი, აკაკი სიხარულიძე, ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ხუბუა, ვახტანგ(გოჩა) ხუნდაძე.
სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო პრეზიდიუმის წევრი ნანა ლომაია.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული გაზეთ “ასავალ-დასავალის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი.
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის გიორგი მამაცაშვილის პირველ მოადგილედ დაინიშნა ნანა დევდარიანი, მოადგილეებად – ბონდო მძინარაშვილი, ჯაბა ხუბუა, აკაკი სიხარულიძე და ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძე, ჟურნალისტთა ფედერაციის მდივნებად – თეიმურაზ ქორიძე, თამარ ბოლქვაძე და გუბაზ მეგრელიძე.
პრეზიდიუმმა იმსჯელა არაერთ აქტუალურ საკითხზე, რომელთა გადაწყვეტასაც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია უახლოეს მომავალში გეგმავს.