leaderboard_below_slide
left_sabechdi

სიგიჟის ზღვარზე მყოფი ექს-პრეზიდენტები – „კლინიკა „ვივამედი“ ფსიქიატრიულად უნდა გადაკეთდეს”

„როცა „ნაციონალურო მოძრაობის“ ხელისუფლებამ თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მდებარე ცნობილი ფსიქიატრიული საავადმყოფო დახურა, საზოგადოების ნაწილი ხუმრობითა თუ ნახევრად ხუმრობით ამბობდა, – სააკაშვილმა საგიჟეთი იმიტომ გააუქმა, რომ იქ თვითონ არ მოხვედრილიყოო!

რაკი ნაცების ბელადი ფსიქიატრიულის პაციენტის ნიშან-თვისებებს ყოველთვის მკაფიოდ ამჟღავნებდა, მართლაც, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ასათიანის სახელობის კლინიკა იქ მოხვედრის ქვეცნობიერი შიშით, ან სულაც გაცნობიერებულად დახურა.

სამაგიეროდ, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ადგილას მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია წამოჭიმული, რომლებიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის “ახალმა სამშენებლო კომპანიებმა” ააშენა“, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში”.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი რომ ფსიქიატრიულის პაციენტი კიდევ ერთხელ დადასტურდა მისსავე სასამართლო პროცესზე ბოლო ჩართვისას, როდესაც ექს-პრეზიდენტმა საქართველოს პატარა და გაუბედურებული ქვეყანა უწოდა, სადაც მისი რანგის პოლიტიკოსისთვის შესაფერი თანამდებობა არ მოიძებნება.

„მართლა ჰგონიათ, რომ ამ გაუბედურებულ და პატარა ქვეყანაში მე რაიმე თანამდებობის დაკავებაში თქვენი კონკურენტი ვარ? მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მთელი მსოფლიოს ისტორიაში”, – მიმართა ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციური ძალების ლიდერებს, რომლებიც მის პატიმრობიდან დახსნის საკითხისადმი გულგრილობას იჩენენ.

ჯაბა ხუბუას აზრით, დროა კლინიკა „ვივამედი“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ გადაკეთდეს, რადგან სააკაშვილის გვერდით მალე შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს.

„ფსიქიატრიული კლინიკის პოტენციური პაციენტი გახლავთ საქართველოს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკური ყვავი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გარე-გარე მიმოდის და დაყრანტალებს, ვითომ ისევ პრეზიდენტია და ვითომ, ისევ ქართველი ხალხის სახელით უნდა ეყრანტალოს თავის საერთაშორისო პარტნიორებს. ყვავის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვიდან 2 თვის შემდეგაც თავს საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და მთავარსარდლად აცხადებს”, – წერს ჯაბა ხუბუა.

ასევე იხილეთ