leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლალი მოროშკინა: როცა მხოლოდ გრანტების იმედად ხარ, არ გამოვა შენგან მეომარი!

“მზია ამაღლობელი არ აღმოჩნდა ბრძოლისთვის მზად. ასეა, როცა მხოლოდ გრანტების იმედად ხარ, არ გამოვა შენგან მეომარი!
ამ სიტუაციის შემყურე, უფრო და უფრო ვრწმუნდები, არ უნდა დაგვეხურა სააკაშვილის რეჟიმის ციხეები, ახლა რომ არიან კომფორტულ, სასათბურე პირობებში და იქით კაკანებენ, სად იყვნენ მაშინ უფლებადამცველები და ელჩები, მე რომ მოდულის დილეგში ვშიმშილობდი?! წაიღეს ტვინი!

მარტივი ტექნოლოგიაა – ხელოვანების, მსახიობების, მეცნიერების, ჟურნალისტების ფოკუს ჯგუფებს აფინანსებენ, რომ გამოჩნდეს, თითქოს ამ პროტესტში მთელი საზოგადოება არის ჩართული. მათ სხვადასხვა დავალებები აქვთ მიცემული – ვიღაცამ თავი უნდა აცემინოს სპეცრაზმს, ვიღაცამ დედა უნდა შეიგინოს, ვიღაცამ პოლიციელს უნდა შეაფურთხოს… ამის მიხედვით დგება ფინანსური შკალა, ვის რამდენი უნდა გადაუხადონ. ყველა უნდა იყოს ერთნაირად დამნაშავე, რომ ერთმანეთის არ გაყიდონ”, – აცხადებს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

ასევე იხილეთ