leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯაბა ხუბუა: გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ზეიმობენ, როგორც დიდ გამარჯვებას

ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას აზრით, რადიკალური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს ყალბი გამარჯვებებით კვებავს, რაც კოლექტიური ნაცების ხელწერაა.  იგი იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს და რუსთაველის გამზირზე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მოწყობილ რუსეთზე გამარჯვების ზეიმს.

“ყალბი გამარჯვებების ყალბი ზეიმი კოლექტიური ნაცების ხელწერაა. 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე კონცერტიც კი გამართეს – რუსეთს ომი მოვუგეთ, ნიღაბი ჩამოვხსენით და მისი ოკუპანტური სახე მთელ მსოფლიოს დავანახეთო!
ახლა კი რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ზეიმობენ, როგორც დიდ გამარჯვებას
არადა, ამათი გამარჯვება არ გაიშვა!
ამათ მიერვე გადაკეტილ გზაზე არ გაიშვა ამათი გამარჯვება!

2009 წელს, მაშინდელ გაერთიანებულ ოპოზიციას რუსთაველის გამზირი 3 თვეზე მეტი ხნით საკნებით ჰქონდა გადაკეტილი და მთელი ქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო, მაგრამ, რით დამთავრდა ის მართლაც უპრეცედენტო საპროტესტო მარათონი? დამთავრდა პროტესტის სრული მარგინალიზაციით, პოლიტიკური ოპოზიციის სრული დემორალიზაციით და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის სრული აპათიით!
მაშინდელი სახალხო პროტესტი, ახლანდელი შიგევროპული პროტესტისაგან განსხვავებით, მართალი, გულწრფელი და პატრიოტული იყო”, – წერს ჯაბა ხუბუა გაზეთ “ასავალ-დასავალში”.

ასევე იხილეთ