leaderboard_below_slide
left_sabechdi

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები ოკამის  და აღაიანის ადმინისტრაციული ერთეულის 9 სოფელში გაიმართა.

შეხვედრები კასპის  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.

ადგილობრივებმა არსებული პრობლემებიდან განსახორციელებლად სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები  შეარჩიეს.

პროგრამის მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობიდან   გამომდინარე ყველა სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების – მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

კასპის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 950 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

ასევე იხილეთ