leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან მახაშვილი: ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ კარგად დაინახა უცხოური ძალები როგორ ბოროტად ან არამიზნობრივად იყენებდნენ, ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციასა და პროგრამას

“ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამ კარგად დაინახა უცხოური ძალები როგორ ბოროტად ან არამიზნობრივად იყენებდნენ, ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის, სხვადასხვა ორგანიზაციასა და პროგრამას”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტში დარეგისტრირებულ ახალი საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

“ჩვენი არა ერთი თხოვნისა თუ მოთხოვნის მიუხედავად, ისინი არ გრძნობდნენ არანაირ ანგარიშვალდებულებას თუ გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის წინაშე. იმის ფონზე, რომ გაძლიერდა მსგავსი აქტივობები, რა თქმა უნდა, მსგავსი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ყველა ხელისუფლება და ჩვენც ვალდებული ვართ, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რათა ქვეყანაში სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას”, – აღნიშნა მახაშვილმა.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ში დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტის ქართულენოვან თარგმანს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“

ასევე იხილეთ