“ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ერთიანობა აშშ-სა და ევროპას შორის”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გაგრძელდება.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მხარდაჭერას ისევე, როგორც ყველა პარტნიორი. ჩვენ ასევე არ უნდა დავკარგოთ ერთიანობა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ მიმდინარე წელს ომის დასრულებას შეძლებენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის დაბრუნება მომდევნო წლებში. მისივე თქმით, ევროკავშირსა და ნატო-ში სწრაფად გაწევრიანება ძალიან დაეხმარებათ.