leaderboard_below_slide
left_sabechdi

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მხოლოდ თურქეთს შეუძლია ევროკავშირის გადარჩენა იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდა ეკონომიკისა და თავდაცვის საკითხებში

“მხოლოდ თურქეთს შეუძლია ევროკავშირის გადარჩენა იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდა ეკონომიკისა და თავდაცვის საკითხებში”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„მხოლოდ თურქეთსა და მის სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში შეუძლია ევროკავშირის გადარჩენა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის იმყოფება, დაწყებული ეკონომიკიდან და თავდაცვიდან, დამთავრებული პოლიტიკითა და საერთაშორისო რეპუტაციით“, – განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, გახდეს „მაშველი რგოლი“ ევროპის ეკონომიკისა და დემოგრაფიული სტრუქტურისთვის. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ლიბერალური დემოკრატია, გასული საუკუნის „ყველაზე მიმზიდველი იდეოლოგია“, სერიოზულ კრიზისში შევიდა და ამ სიცარიელეს ავსებენ „ულტრამემარჯვენე დემაგოგები“.

მან ასევე განაცხადა, რომ დასავლურმა ორგანიზაციებმა და ლიდერებმა, „რომლებიც უყურებდნენ ღაზაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტას“, ვერ ჩააბარეს კაცობრიობის წინაშე გამოცდა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განზრახვას, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების გზით დაასრულოს და გამოთქვა თურქეთის მხრიდან მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ გზას.

„ომის მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულების მიდგომა შეესაბამება პოლიტიკას, რომელსაც თურქეთი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახორციელებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთს სურს, რომ ომი, რომელმაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დასრულდეს.

ასევე იხილეთ