რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ამერიკელ პარტნიორებს იშვიათი ლითონების სფეროში თანამშრომლობა შესთავაზოს.
“ჩვენ, სხვათა შორის, მზად ვიქნებოდით შეგვეთავაზებინა ეს შესაძლებლობა ამერიკელი პარტნიორებისთვის. როდესაც პარტნიორებზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ადმინისტრაციული და სამთავრობო სტრუქტურები, არამედ კომპანიებიც, თუ მათ საერთო მუშაობის სურვილი ექნებათ”,– განაცხადა პუტინმა.