leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკრონი: უკრაინაში მშვიდობის მიღწევა არ უნდა ნიშნავდეს ქვეყნის კაპიტულაციას

თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევა არ უნდა ნიშნავდეს ქვეყნის კაპიტულაციას და მას უნდა შეუნარჩუნდეს სუვერენიტეტი.

„ეს მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას. ეს მშვიდობა უნდა გულისხმობდეს უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნებას და მის შესაძლებლობას, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ევროპას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

„ეს ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ეგზისტენციალური საკითხია“, – დასძინა მან.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ იგი უკვე ესაუბრა ბრიტანელ პარტნიორებს უკრაინაში სამშვიდობო ძალების შესაძლო განთავსების შესახებ.

„ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ. ჩვენ უნდა გავინაწილოთ უსაფრთხოების ტვირთი უფრო სამართლიანად“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე იხილეთ