“უკრაინაში ომი, შეიძლება, ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
“ვფიქრობ, უკრაინაში ომი, შეიძლება, ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.