ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, უხვი ნალექის გამო, ცენტრალური შესასვლელის სახურავი დაზიანდა.
როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. “ტავ ჯორჯიამ” ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო“, – აღნიშნეს კომპანიაში “ინტერპრესნიუსთან”.