უამინდობის გამო გამოწვეული პრობლემების გამო სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს ლაშა გეგეჭკორი ეხმიანება.
„თუ სწორად მახსოვს, პირველი ტრაქტორი გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოუშვეს და მწარმოებელი „FORD“ იყო.
ამას იმიტომ ვწერ, რომ თოვლი მანამდეც მოდიოდა და გზებიც იკეტებოდა. სახლებსაც სჭირდებოდა გადმოთოვლა.
ორი დღეა თოვლი მოვიდა და ფეისბუქში ვერ შემოხვალ – ლანძღავენ მთავრობას და არის ერთი ამბავი.
მანახეთ იმ მუნიციპალიტეტის გვერდი, სადაც დიდი თოვლია და ტექნიკა არ გამოიყვანეს, არ მუშაობს ადგილობრივი სერვისჯგუფები და განსაკუთრებული შემთხვევისთვის არ ფუნქციონირებდეს ცხელი ხაზი, რათა მოხდეს სწრაფი რეაგირება.
სანამ მანახებთ კი, რა დაგემართათ, ადამიანებო,
ყველგან რომ ტექნიკას ითხოვთ, თქვენი ჭიშკრის წინ თოვლი ვერ გადაგიხვეტიათ? მეზობლები არ გყავთ, რომ შეიკრათ და ერთმანეთს მიეხმაროთ?
სოფელში თუ მოხუცებული ან მარტოხელა ადამიანი გყავთ, ვერ წაუკრავთ ხელს?
ფეისბუქის ბრალია! ეს რომ არ იყოს, სად გამოუშვებდით ორთქლს. გადახვეტეთ ჭიშკრების წინ თოვლი და სოფლის გზა თავისუფალი გექნებათ.
რაც შეეხება ავტომაგისტრალს.
სურათს დებთ, რომ ტრასა მოყინულია და მერე, გაწმენდილი გზის ფოტო აღარ არის. ან რატომ დადებთ – თქვენ ხომ უკვე გაიარეთ. ასეა, ხომ?
თუ, ტრასაზე ამის გამო საცობია და დაწერა გერიდებათ?
ამ შემთხვევაშიც გთხოვთ, კომენტარში დადოთ ფოტო, სადაც მოყინული ტრასა ჩანს, ოღონდ, დრო იყოს დაფიქსირებული. ზუსტად ვიცი, რომ ყველგან მუშაობს ინფრასტრუქტურის ტექნიკა და ჯგუფები.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტების გვერდს.
იმ რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოსტებს ნუ დამიდებთ, სადაც თოვლი არ მოსულა…“ – წერს ლაშა გეგეჭკორი.