დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი ამ დიაგნოზის დასმისთანავე მიენიჭებათ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან, ექსპერტებთან და ექიმებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღო.
შესაბამისად, სახელმწიფო მხარდაჭერის საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან შშმ სტატუსის მქონე პირთათვის განკუთვნილი სერვისებითა და შეღავათებით, რაც განაპირობებს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ხელს შეუწყობს მათ სოციალურ ინტეგრაციას. ეს კი, თავის მხრივ, გაზრდის ბავშვის შესაძლებლობებს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დაავადების პროგრესის ტემპი.
80 შშმ ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება ფულადი გასაცემელით – სოციალური პაკეტით. ერთი შშმ ბავშვის სოციალური პაკეტით განსაზღვრული ყოველთვიური თანხა 425 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 მარტიდან შევა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს.